23 ივნისს, ზაზა გახელაძის განთავისუფლების მოთხოვნით, დაგეგმილ აქციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს წევრებიც შეუერთდებიან
2020 წლის 11 ივლისს, ოკუპანტებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც წესით ჩვენი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს, ჩასაფრება მოუწყვეს ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცს, ზაზა გახელაძეს, დაჭრეს ფეხში და გაიტაცეს.
12 წელი და 6 თვე მიუსაჯა საოკუპაციო რეჟიმმა ზაზას..
მას მერე გავიდა 11 თვე და ფუჭი დაპირებების გარდა არაფერი მოგვისმენია მათგან, ვისაც ჩვენი ხელისუფლება ეწოდება.
11 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზაზას ოჯახისთვის მისი დაბრუნების იმედი მიეცა, რათა არ გამართულიყო აქციები...
ხელისუფლებამ თავისი ნდობის ლიმიტი სრულად ამოწურა.
23 ივნისს, ზაზა გახელაძე ხდება 34 წლის.
ოჯახი გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას და ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს წევრები აუცილებლად შევუერთდებით ზაზას ოჯახის წევრების პროტესტს.
აქვე მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ამ ოჯახისთვის და დანარჩენი ტყვეებისთვის, (შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ციხეებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი, ირაკლი ბებუა) შემოუერთდით ოჯახს და გვერდით დაუდექით ამ ადამიანებს.
23 ივნისს, 10.30 საათზე ვიკრიბებით სოფელ ქვემო ჭალაში, იქედან იგეგმება მსვლელობა ერგნეთში და შემდეგ კი საპროტესტო აქცია გადმოინაცვლებს ცენტრალურ ავტობანზე.
ზაზას, გენადის, ლაშას და ირაკლის სჭირდებათ ჩვენი ერთობა!
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება იბრძოლოს ჩვენი მოქალაქეების გასათავისუფლებლად!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
აღნიშნულ ინფორმაციას დავით ქაცარავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს