ჯიგრის ყაურმა თიხის ქოთანში – ბაბუას ნასწავლი რეცეპტით
ინგრედიენტები
ღორის ხორცის გულ – ღვიძლი (ჯიგარი) - 2 კგ
ხახვი - 500 გრ
ნიახური - 1 კონა
ქინძი - 1 კონა
ღვინო - 200 გრ
ტომატი - 3 სკ
ნიორი - 3 კბილი
კარაქი - 2 კოვზი
ხმელი წიწაკა და პილპილი
დაფნის ფოთოლი
მომზადების წესები
გულღვიძლი დაჭერით კუბიკებად და წამოადუღეთ, დუღილის დროს მოქაფეთ. გადაიტანეთ ქოთანში, დაასხით ღვინო, დაადეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ჩათუთქეთ ღვინოში, როდესაც დაიშრობს, დაამატეთ კარაქი და შებრაწეთ, კარგად რომ დაიბრაწება, დაამატეთ ტომატი, 1 ლიტრა ადუღებული წყალი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და ნიორი. ადუღებულ 500 გრ წყალში გახსენით 3კოვზი ტომატი, მარილი. 5 წუთი წამოადუღეთ და გამორთეთ. გამოდის არაჩვეულებრივი. გემრიელად მიირთვით.