“ცოცხალი იყო და სასწრაფომ კლინიკაში არ გადაიყვანა“ - რუისში გარდაცვლილ ახალგარდა ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება



“ცოცხალი იყო და სასწრაფომ კლინიკაში არ გადაიყვანა“ - რუისში გარდაცვლილ ახალგარდა ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

სასწრაფოს ექიმების უყურადღებობას აბრალებენ 30 წლის ქალი გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათივე ინფორმაციით, როდესაც ქალი ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.  ყვებიან, რომ ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანა ითხოვეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სასწრაფოს ექიმმა ის გარდაცვლილად გამოაცხადა.

,,ცუდად რომ გახდა ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს. მათ ქალს ცოცხალს მოუსწრეს. მისი გადარჩენა იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო კლინიკაში რომ გადაეყვანათ. ჩვენ ვითხოვედ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა, თუმცა სასწარაფოს ექიმმა გვითხრა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო“- ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რამ გამოიწვია ქალის უეცრად გარდაცვალება უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ცნობისთვის, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი სოფელ რუსიში სამუშაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მას 4 შვილი დარჩა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ