მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვის და ქალის ცხედრები ამოიყვანეს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია დედა და მისი მოზარდი შვილი, რომელიც შემთხვევისას ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.
იქამდე, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.