ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იცავს მკვლელებს - გორში გახარიას პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება



ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იცავს მკვლელებს - გორში გახარიას პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში - საეჭვო ვითარებაში გარდაცვილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გახაარიას პარტიის ოფისთან აქციას მართავს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი მოკლეს და დამნაშავეებს ხელს კახა საბანაძ და გიორგი გახარია აფარებდნენ. გარდა ამისა, მათი აზრით საქმე პირად კონტრულზე ჰყავდა აყვანილი მაშინდელ პრემიერ-მინისტრს და სწორედ გახარიას უშუალო ჩარევით გაყალბდა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამიტომ ფიქრობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა საქმეს წაადგება. ახალგაზრდას მშობლების ინფორმაციით, მათ შვილზე თავდასხმასა და მკვლელობაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ერთ-ერთი მათგანი კახა საბანაძესთან დაახლოებული პირია.

,,ეს არ არის პარტი , ეს არის ორგანიზაცია რომელიც იცავს მკვლელებს. ორჯერ შეხვდნენ გახარიას და მან უთხრა, რო პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი საქმე და გაიხსნებოდა, თუმცა მოგვატყუა. პირველად 2018 წლის სექტემბერს, მეორედ 2019 ოქტომბერში. გახარია ჯერ მინისტრი იყო, მერე პრემიე - მინისტრი. მესამე წელია სამართლიანობის  ძიებაში ვართ. რასაც გამოძიება ამტკიცებს სოცრუეა. გარდაცვლილ მანქანის მიერ მიყენებული დაზიანებები არ აქვს და დაკავებული მძღოლი ტყუილად იხდის სასჯელს“ - აცხადებს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის დედა.

შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს მოხდა. მანქანა, რომელიც  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანის გზაზე გადაადგილდებოდა, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს დაეჯახა. მერებიშვლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ