ფასკუნჯმა, რომელსაც საქართველოში პირველად დაუმაგრეს GPS გადამცემი, გეზი აფრიკისკენ აიღო
ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“ საქართველოში ფასკუნჯის გადაშენების საფრთხეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ორგანიხზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ფრინველის პოლულაციას ქვეყანაში კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ელ. სადგური უქმნის.
„ფასკუნჯის მოწყვლად პოპულაციას საქართველოში კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელ.სადგური უქმნის საფრთხეს, რომლის პროექტიც მნიშვნელოვანი დარღვევებით, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების სათანადო შეფასების გარეშე დაიგეგმა." - ნათქვამია ორგანიზააცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“, საქართველოში პირველად, ფასკუნჯს GPS გადამცემი დაუმაგრა. ფასკუნჯმა გეზი აფრიკისკენ აიღო და 23 დღეში 5 000 კმ-ზე მეტი დაფარა.
საბუკოს მიერ შეგროვილი მონაცემები საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ ფასკუნჯის ფრენის მარშრუტს, სიმაღლეს და განვსაზღვროთ, რამდენად მწვავე შედეგებს მოიტანს სახეობის საბინადრო არეალში შეჭრა. GPS მონიტორინგი დღესდღეობით ერთადერთი თანამედროვე, მეცნიერულად სანდო მეთოდია მტაცებელ ფრინველთა სასიცოცხლო ციკლის, მიგრაციის თავისებურებებისა და არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. სხვა ლეშიჭამიების მსგავსად, ფასკუნჯი ინფექციების ბუნებრივი მაკონტროლებელია. მათი პოპულაციის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ლეში ბუნებაში უფრო დიდხანს დარჩება, მოიმატებს მწერების რაოდენობა და ჯაჭვური რეაქციით, დაავადებები გავრცელდება ადამიანებზეც“, - ნათქვამია ,,საბუკოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.