კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმე - დაკავებული ბრალს არ აღიარებს
კასპში სასტიკად მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოკლულის მეუღლე, ქეთი ჩხაიძე და ღუნაშვილის ბავშვობის მეგობარი ზურაბ კახიშვილი გამოიკითხნენ.
კახიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მკვლელს მოძებნის. მოკლულის ოჯახი მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ქეთი ჩხაიძე აღიარებს, რომ ქმრის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და 2 დღის განმავლობაში პოლიციას არ შეატყობინა.
მოკლულის ოჯახი მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ღუნაშვილის მეუღლის, ქეთი ჩხაიძის, ადვოკატი დარწმუნებგულია, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს,
რადგან ჩხაიძე არ არის ნასამართლევი და ძალადობის მსხვერპლია.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა.
დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.