რუსებმა უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობები დაბომბეს
რუსებმა უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შენობები დაბომბეს, - ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოური დიპლომატიური ინსტიტუტების შენობების დაბომბვას უკრაინაში. როგორც ცნობილია, დაბომბილია საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები.
„მარიუპოლში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისი, ასევე დაზიანდა სლოვენიისა და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოების შენობა“, - ნათქვამია განცხადებაში.