ლავროვი: რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის ურთიერთობას დონეცკთან და ლუგანსკთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ურთიერთობის განვითარებას. ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ასლან ბჟანიას ვიზიტის დროს ისაუბრა.
"შევაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დსრ-სა და ლსრ-ს აღიარებასთან დაკავშირებით. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ახალ სახელმწიფოებთან კონტაქტის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში". – თქვა ლავროვმა.
აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 26 თებერვალს აღიარა.