რუსეთში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა
რუსეთში კოვიდის ახალი შტამი დაფიქსირდა. ომიკრონის ახალი ქვე ვარიანტით ინფიცირების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი სწრაფად ცირკულირებს, ოფიციალური მოსკოვი იტყობინება, რომ რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.
კოვიდის ახალი შტამი ახლა მსოფლიოს მთელი ძალებით უტევს. "არქტურუსი" განსაკუთრებით გავრცელებულია ინდოეთში, სადაც დღიურად საშუალოდ 60 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება.