შიდა ქართლიში კორონავირუსით კიდევ 26 მოქალაქე დაინფიცირდა



შიდა ქართლიში კორონავირუსით კიდევ 26 მოქალაქე დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 842 კვლევა ჩატარდა ტესტით, რის შედეგადაც

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 695 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 012 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც მძიმე პაციენტია 688 პირი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ