დიდი სკანდალი - გორის ბიუჯეტიდან ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდნენ
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა გაქრა. არსებული ინფორმაციით, ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდნენ. მოპარულია ნახევარი მილიონი ლარი. უკანონო ტრანზაქციები გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ხდებოდა. "ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ბუღალტერი აზარტული თამაშების ანგარიშებზე თანხებს 2 წლის განმავლობაში რიცხავდა. ფინანსური დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა და საქმეში შესაბამისი უწყებაც ჩაერთო.