საოკუპაციო რეჟიმის წარმოამდგენლები ამ წუთებში სოფელ კირბალში ახალ საგუშაგოს აშენებენ



საოკუპაციო რეჟიმის წარმოამდგენლები ამ წუთებში სოფელ კირბალში  ახალ საგუშაგოს აშენებენ

 

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან საოკუპაციო ბანერი პროტესტის ნიშნად მოხსნეს და დაამტვრიეს. რთული ვითარება ხურვალეთსა და კირბალშია, სადაც რუსი ოკუპანტები საგუშაგოებს აშენებენ. 

კირბალში ეს უკვე მე-4 საგუშაგო იქნება. ხურვალეთში კი ახალი საგუშაგო სასაფლაოსთან ახლოს სენდება. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლოს ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ცხელი ხაზი აამოქმედა და სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში ჩააყენა. როგორც ხურვალეთში, ასევე, კირბალში უკანონო სამუშაოების საკითხს სუს- ერგნეთისა და ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე დააყენებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ