"ალტ ინფოს" მხარდამჭერების თავდასხმა "ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტსა და ოპერატორს დღეს გამოკითხავენ



"ალტ ინფოს" მხარდამჭერების თავდასხმა "ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტსა და ოპერატორს დღეს გამოკითხავენ

ტელეკომპანია "მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დღეს უწყებაში ჟურნალისტსა და ოპერატორს გამოკითხავენ. მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს არა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული "ალტ ინფოს" პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაესხნენ

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მათ შორის სრული ვიდეო ჩანაწერი აღნიშნული კონფლიქტის მივაწოდოთ საგამოძიებო უწყებას. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც თავს დაგვესხა გადაადგილდებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილით და სამართალდამცავებმა ამაზე უკვე მოახდინეს რეაგირება, გააჩერეს გზაზე მოძრაობისას და ჩამოართვეს მართვის მოწმობა. ბუნებრივია, ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს მოხდეს აღნიშნული ფაქტის დროულად გამოძიება", - ამბობს ჟურნალისტი, შოთიკო სადაღაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი და პრორუსული "ალტ-ინფოსპარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები "ტვ მონიტორინგისგადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენშემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი, საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

რადიკალებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ