გორში მოხუცი ქალი გაქურდეს - წაღებულია დიდი ოდენობით ოქრო
გორში 70 წლამდე ასაკის ქალი გაქურდეს. ,,TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, წაღებულია დიდი ოდენობით ოქრო და ფული. შემთხვევა რამოდენიმე დღის წინ, კომბინატის დასახლებაში, დილის 11 საათზე იმდროს მოხდა, როდესაც ბინის პატრონი ეკლესიაში იყო. დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, რომ თავდამსხმელებმა ბინაში შეღწევა, კარის საკეტის დაზიანების შედეგად შეძლეს. მომხდარზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.