რამდენია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი - საქსტატის ახალი მონაცემები



რამდენია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი - საქსტატის ახალი მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 1 304 ლარი შეადგინა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055. ლარით, ხოლო მამაკაცების - 1 537 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში - 10.8 პროცენტი, მამაკაცებში - 9.2 პროცენტი შეადგინა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ