,,საზღვარგარეთ იმუშავა და იმ ფულით იყიდა ეგ მანქანა. ბედნიერი მომავალი უნდოდა ჰქონოდა" - ცნობილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 22 წლის ბიჭის ვინაობა, ვინც რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. ,,ტვ მონიტორინგის ინფორმაციით" მძიმე ავარიას 22 წლის ბიჭი, თენგო ლუკაშვილი ემსხვერპლა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო. ,,ტვ მონიტორინგს" სოფელში უყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდაან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.
,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, წლები მუშაობდა საზღვარგარეთ, რომ საკუთარი მომავალი ჰქონოდა, სწორედ იქ ნამუშავარი ფულით იყიდა ეს მანქანაც და ზუსტად ერთ წამში დაასრულა სიცოცხლე. დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ყველა ვტირით" - ამბობს ,,ტვ მონიტორინგთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი
ცნობისთვის, მძიმე ტრაგედია სოფელ რუისთან დღეს შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მუშაობდნენ, სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება