დღის გმირები! - სასწრაფოს ექიმებმა, ხაშურელი ქალი გზაში ამშობიარეს
დღის გმირები!
სასწაული დღე...
მშობიარობის მოულოდნელი ტკივილი და მშობიარობა გზაში- სასწრაფოს მანქანაში....
უფლის წყალობით არაჩვლეულებრივი ბრიგადა შეგხვდა და მშვიდობით მოევლინა "ლუკა" ჩვენს ქვეყანას.
ქალბატონი რომელიც დღეს ექიმი,ექთანი და ბებია ქალი იყო სახელად ნინო Nino Nozadze .
იმის მიუხედავად რომ ხაშურში სამშობიარო არ არის გამოუვალი სიტუაციის გამო უარი არ გვითხრეს და მიიღო ხაშურის საავადმყოფომ დედა და უკვე დაბადებული ჩვილი.
ჯერ გაოცდნენ, შეეშინდათ,აღელდნენ , რავქნათ აქ რომ არანაირი პირობები არ გვაქვს დედას და ბავშვს როგორ მივხედოთო?! თუმცა არ დაიბნენ...
მთელი საავადმყოფოს მედპერსონალი ფეხზე დადგა არ ქონდა მნიშვნელობა რას წარმოადგენდგნენ საავადმყოფოში, ყველა გაერთიანდა დედა- შვილის გადასარჩენად.
და ასეც მოხდა...
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა თბილისში მაინც გადაიყვანეს აქ არარსებული სამშობიარო პირობების გამო, რომ სრულად გამოეკვლიათ დედა- შვილის მდგომარეობა......
და ამით იმის თქმა მინდა, რომ ხაშურს- ამხელა რაიონს როგორ შეიძლება სამშობიარო სახლი არ ქონდეს. ერთი ბლოკი მაინც რომ ასეთ სიტუაციაში გაუწიოს სრულფასოვანი დახმარება მშობიარე ქალს...
მადლობა ხაშურის ევექსის კლინიკას და სასწრაფოს ბრიგადას.
თეონა გოგინაშვილი