ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში - ცნობილია, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა



ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში - ცნობილია, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სოფელ ბრეთში მომხდარი  უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქე, სხვა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ,,გორმედის“  ქსელის, ქარელის საავადმყოფოშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია ერთი ადამიანია გარდაცვლილი შემტხვევის ადგილზე, რაც შეეხება დაშავებულს, 31 წლის მამაკაცია ჩვენთან შემოყვანილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, მიმდინარეობს დაკვირვება და ვარაუდობთ, რომ ხვალ გავწერთ. მას სიცოცხლესთან შეუტავსებელი დაზიანებები არ მიუღია“ - ამბობენ ,,გორმედში“

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ავტოსაგზაო შემტხვევა მოხდა.  ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი  და დაშავებულია სამი ადამიანი. არსებული ინმფორმაცვიით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები,   სამართალდამცველები მუშაობენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ