,,კარი შემომიმტვრიეს.... კიბეებზე ჩამოსხდნენ და მოსამართლის განჩინებას ელოდებიან“ - აგარაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს



,,კარი შემომიმტვრიეს....  კიბეებზე ჩამოსხდნენ და მოსამართლის განჩინებას ელოდებიან“ - აგარაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

აგარაში სამართალდამცველები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორ,მაციით, პოლიციელები ჯულიეტა ყიფშიძის  ოჯახში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით პოლიციელებმა პირად საკუთრებაში საგამოძიებო მოქმედებები ისე დაიწყეს, რომ მოსამართლის განჩინება არ ჰქონდათ. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კანონიერ დოკუმენტს ელოდებიან, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებებს გააგრძელებენ.

,, კარი შემომიმტვრიეს ისე, რომ არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდათ. მოვითხოვეთ წარმოედგინათ მოსამართლის განჩინება, თუმცა უშედეგოდ. ახლა შეწყვეტილია სახლის ჩხრეკა, კიბეებზე ჩამოსხდნენ და მოსამართლის განჩინებას ელოდებიან. სავარაუდოდ უაქცუიზო სიგარეტს ეძებენ“ - ამბობს ,,ტვ მონიტორინგთან“ საუბრისას სახლის მეპატრონე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ