ხანძარი კასპის მუნიციპალიტეტში
ხანძარი იყო კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ თვალადში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეპატრონე ბუხარში ძველ ნივთებს წვავდა რა დროსაც საკვამურიდან ცეცხლი სხვენს მოედო. მეპატრონეებმა სახლი მშვიდობიანად დატოვეს და ავეჯის ნაწილის გადარჩენაც მოასწრეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
,,სახანძრო, რომ მოვიდა ცეცხლი უკვე მოდებული იყო შენობაში. სახლი მიუდგომელ ადგილასაა აშენებული და ამანაც შეუშალა ხელი მეხანძრეებს საქმიანობაში. სამწუხაროდ შენობა სრულად დაიწყვა“ - ამბობს თვითმხილველი.
tvmonitoringi.ge-ის ინფორმაციით სახლი ცოტახნის წინ გაიყიდა და მეპატრონებმა ის ზაფხულის პერიოდშიო დასასვენებლად შეიძინეს.