ავარია მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში
ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ კავთისხევთან ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი რომელიც ავრის შედეგად დაზიანდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის ოფისის კუთვნილი მანქანაა. შემთხვევის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა. შეჯახების შედეგად ორივე მძღოლმა მსუბუქი დაჟეჟილობები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ჯგუფი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.