სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის დააფინანსება მოიპოვა



სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის დააფინანსება მოიპოვა

USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გამართულ ბიზნეს ფორუმზე, ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტმა, ,,სპორტთან ერთად ვიზრდებით” დააფინანსება მოიპოვა. პროექტის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ მათ პროექტის ფარგლებში ახალი სპორტული ინვენტარი ადგილობრივმა კომპანიამ გადასცა. ასევე, სკოლაში მოუწყვეს ველოპარკინგი. აღნიშნული რესურსები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ განახორციელონ სპორტული აქტივობები და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თანაბრად შეძლონ თამაშებში ჩართვა. ასევე, მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში ველოსიპედით მოსვლას და უსაფრთხოდ მის გაჩერებას კომპანიის მიერ გაკეთებულ ველოპარკინგზე.

სწორედ ამ მიზნით სვენეთის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ოლიმპიადა დაარსდა და კლასებს შორის შეჯიბრი მოეწყო. ახლა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აქტიურად მოემზადონ სკოლათაშორისი შეჯიბრებებისთვის. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ