გორში საფლავები გაძარცვეს - წაღებულია მარმარილოს ფილები და ქანდაკებები



გორში საფლავები გაძარცვეს - წაღებულია მარმარილოს ფილები და ქანდაკებები

საფლავების გაძარცვის მორიგი შემთხვევა გორში. კვერნაკის სასაფლაოდან მარმარილოს ფილებს და ქანდაკებებს იპარავენ.  ადგილობრივები ცნობით, უკვე ერთი კვირაა, საფლავებს უცხო პირები ერთი მეორის მიყოლებით ძარცვავენ, თუმცა პოლიცია არ რეაგირებს.  მიცვალებულთა ოჯახის წევრების თქმით,  დახმარების თხოვნით სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. საფლავების გაქურდვის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ