ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - NDI



ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - NDI

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს EU-ს წევრი პასუხები ასე ნაწილდება: 79% ამბობს რომ მისაღებია, 11% - მიუღებელი, 9% ამბობს, რომ არ იცის | საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 67% უჭერს.

გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია. უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს უახლოესი ეკონომიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. 2022 წლის მერე, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 12 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში. ჩატარდა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ