''თქვენს წინაშეა ეშმაკის საქმის კეთება, ქრისტიანობის სახელით'' - DIANEWS GE-ს რედაქტორი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება



''თქვენს წინაშეა ეშმაკის საქმის კეთება, ქრისტიანობის სახელით'' - DIANEWS GE-ს რედაქტორი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

DIANEWS GE-ს რედაქტორი, ომარ პავლიაშვილი, სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ხალხი, რომელიც ჟურნალისტებს და ოპერატორებს ფიზიკურად უსწორდება, ეშმაკის საქმეს ქრისტიანობის სახელით ემსახურება.  

#სოლიდარობისთვის 

თქვენს წინაშეა ეშმაკის საქმის კეთება, ქრისტიანობის სახელით.

დღევანდელმა დღემ კარგად აჩვენა სად ვცხოვრობთ და რა ქვეყანაში ვართ. ამ საზოგადოებაში ცხოვრება არ უნდა გვიხაროდეს, უნდა გვრცხვენოდეს, რომ მოძალადე სოციუმის გარშემო ვართ.

წარსულში მოძალადე, პედოფილი, ქურდი, ავაზაკი და შემდგომში, ხორცის გადარჩენის მიზნით, მღვდლის ანაფორებს ამოფარებული, ქრისტიანობის შემარცხვენელი, უნამუსო მღვდლების მოწოდებით და საქართველოს საბოლოოდ ჩასვრილი, სახე და ფუნქციადაკარგული მთავრობის ხელშეწყობით და წაქეზებით, სცემენ და უსწორდებიან ჟურნალიტებს და ოპერატორებს.

თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ქრისტიანი ხართ და ხალხს სცემთ ქრისტიანობის დასაცავად გეტყვით, რომ თქვენ ყველაზე მეტად არცხვენთ ქრისტიანობას და ლახავთ მის სახეს და გავლენას.

ქრისტიანობა მიმტევლობას და მიმღებლობას ქადაგებს, თქვენ კი სცემთ და აგინებთ...არა და ქრისტიანობა საპირისპიროს ქადაგებს.

არც ქართველები ხართ, არც ქრისტიანები, არც ადამიანები.

არ მესმის თქვენი დაბადების არსი და აზრი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სასულიერო პირიც კი აღარ არის ქრისტიანი და რეალურად, მხოლოდ ერთეული ადამიანები დარჩნენ ნამდვილი მორწმუნეები. ქრისტეს პერიოდში რომ გეცხოვრათ და გენახათ როგორ შეიწყალა მან მრუში ქალი, ალბათ ქრისტესაც ჩაქოლავდით და სცემდით. მოკლედ, უნამუსო ხალხი ხართ. რატო უნდა ვიწამო მოძალადე მღვდლის ან მეუფის, როცა მიმტევებელი და მოწყალე ღმერთი არსებობს და მისი მწამს.

იწამეთ ღმერთის და არა მღვდლების და მეუფეების, ან ნებისმიერი სასულიერო პირის. სამყაროში მართალი მხოლოდ ღმერთია....ესენი, ყველანი ანტიქრისტეს მიმდევრები არიან, ოღონდ, ამისთვის ღმერთის სახელს იყენებენ და ამის არც კი სცხვენიათ.

ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ყველა ტელეკომპანიას, რომელიც დღეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ამ უღმერთო ხალხის ცემის და დამცირების მსხვერპლი გახდა. კოლეგებო, გაფასებთ და მიყვარხართ - წერს პავლიაშვილი FACEBOOK-ზე 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ