გორში მანქანა 15 წლის გოგოს დაეჯახა - ,,ტვ მონიტორინგმა“ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაარკვია
გორში, ავარიის დროს დაშავებული, 15 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ,,ტვ მონიტორინგს“ გორმედში განუცხადეს, პაციენტის ზედაპირული დათვალიერები დადგინდა, რომ გვერდის ტრამვა აქვს მიღებული, რადგან დაშავებული გვერდ იტკიებს. კლინიკის ცნობით, მოზარდს დამატებითი კვლევები ამ წუთებში უტარდება.
ცნობისტვის, ავტოსაგზაო შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში, შუქნიშანთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომლის გადაყვანაც საავადმყოფოში გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება შსს-მ 276 მუხლის 2 -ე ნაწილით დაიწყო.