ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პროექტის შედგენა მიმდინარეობს
ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ხელშეკრულება შპს ,,არქ-ლაითი“-თან გააფორმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ფიზიკური ჩარევები უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვით. ასევევ ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
შპს ,,არქ-ლაითი“-მა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს. სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს.