თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააპატიმრეს



თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააპატიმრეს

თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიანი მუღლას პროვინციის ორ რაიონში ცეცხლის გაჩენაში.

არსებული ინფორმაციით, ოთხმა ეჭვმიტანილმა 2 აგვისტოს მოლოტოვის კოეტეილები ისროლეს და გაქცევა სცადეს. სამ მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს ბოდრუმის რაიონში ხანძრის გაჩენის ბრალდების. სამართალდამცველების ცნობით, ისინი მანქანიდან ანთებულ სიგარეტს ისროდნენ, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკვე ცხრა დღეა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ