დღეიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა



დღეიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, პირბადის ტარება დღეიდან კვლავ სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო.

22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.

საბჭოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული რეგულაციების აღსრულება გამკაცრდება. მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა . კვების ობიექტებს კი ფუნქციონირება 00 საათიდან დილის 5 საათამდე ეკრძალებათ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ