The Times of Israel - ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა
The Times Of Israel - ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ადასტურებს, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო დარტყმების დროს დაზიანდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტერმინალის დაზიანება.
დუბაის მთავრობის მედია ოფისი კი „ტვიტერზე“ (X) წერს, რომ აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა და ისინი ამჟამად სამედიცინო მკურნალობას გადიან.
სამთავრობო უწყება ამტკიცებს, რომ მომხდარის შედეგად აეროპორტმა მხოლოდ „მცირე დაზიანება“ მიიღო და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერებულია.
თავდასხმა ირანის მიერ გამოცხადებულ „საპასუხო დარტყმების“ სერიას მოჰყვა, რომელიც რეგიონში არსებულ ამერიკულ და ისრაელთან დაკავშირებულ ობიექტებზე განხორციელდა.