მელიორაციაში თუ წყალმომარაგების კომპანიაში-სად მიდის კონსტანტინე თავზარაშვილი
,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ მუშაობის დაწყებას საქართველოს მელიორაცაში გეგმავს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ის უხელმძღვანელებს აღნიშნული სამსახურის რეგიონულ ოფისს. მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნულს ჯერ-ჯერობიჩ არც ადასტურებს და არც უარყოფს. მან ,,ტვ მონიტორინგს“ უთხრა, რომ სახლში მიდის. რაც შეეხება წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობის დაწყებას, თავზარაშვილი უარყოფს.