18 წლის გოგო ნათლიის ქმარს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
ქობულეთში ახალგაზრდა გოგო ნათლიის მეუღლეს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ის ყვება, შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა. 31 წლის კაცი კი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია.
18 წლის გოგო ყვება, ის ნათლიასთან სტუმრად იყო, რა დროსაც კაცმა მისი გაუპატიურება სცადა.
"ნათლიაჩემის ქმარმა ჩემზე სექსუალური შევიწროება სცადა, რა თქმა უნდა მივმართე პოლიციას. იყო მცდელობები, რომ მაგალითად ბავშვები ჰყავს შეიბრალე, ამ დროს მეც ბავშვი ვიყავი, არ ვითხოვდი, რომ აქცენტი ჩემზე გადმოსულიყო, უბრალოდ თავიანთი შვილები წარმოედგინათ იმ მომენტში ჩემ ადგილას.
თავისი 2 შვილი იყო იმ ოთახში, ისე ცდილობდა ძალა გამოეყნებინა, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავი დამეცვა, როგორც კი საშუალება მომეცა, იმ სახლიდან გამოვიქცეი", - ყვება გოგო.
სავარაუდო დაზარალებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, სადაც ვარაუდობენ რომ ბრალდებულს გავლენიანი სანათესაო ჰყავს, რომელიც გამოძიებაზე ზეგავლენას ცდილობს.
წყარო:მთავარი არხი