ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ცნობილია



ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ცნობილია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 221, აჭარაში - 521, იმერეთში - 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ