ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა.ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გამოაცხადა.
მისი განცხადებით, “მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“.
„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, - აცხადებს კაცი.
ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ თეირანში აფეთქებების ხმა ისმის.