გორში საინფორმაციო ტაბლოები ისევ გათიშულია - მგზავრები ტრანსპორტის სააგენტოს დახმარებას სთხოვენ
,,ტაბლოები გათიშულია და მგზავრები ვერ იგებენ, როდის მოვას ავტობუსი“ - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც უკვე ნახევარი საათია მუნიციპალურ ტრანსპორტს ელოდება. მოქალაქე აცხადებს, რომ საინფორმაციო მონიტორი, საიდანაც ავტობუსების განრიგის გაგებაა შესაძლებელი უკვე ოთხი დღეა არ მუშაობს.
,,კომბინატში ვცხოვრობ. მშვიდობის ქუჩაზე მდებარე გაჩერებაზე უკვე მეოთხე დღეა არ მუშაობს მონიტორი, ვერ ვიგებ, რა დროს უნდა გამოვიდე. რა უყურადღებობაა, ამდენ ხანს როგორ შეიძლება ასე იყოს გაფუჭებული„ - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი შეტყობინება შემოვიდა ,,ტვ მონიტორინგის“ რედაქციაში ერთ-ერთი მოქალაქისგან, რომელიც ირწმუნება, რომ გორის უნივერსიტეტის მეორე კოსპუსის წინ გაჩერებაზე უკვე თვეზე მეტია ტაბლო გათიშულია.
,,იქნებ მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ მგზავრები უკმაყოფილებას გამოსთქვამენ, რადგან გათიშულია ტაბლო უკვე ერთი თვეა და პატრონი არ ჰყავს, რომელიც ცართავს“ - გვწერს მოქალაქე.
გათიშულ ტაბლოებთან დაკავშირებით ,,ტვ მონიტორინგი“ დეტალებს ტრანსპორტის სააგენტოში არკვევს.
ცნობისტვის, ქალაქში დამონტაჟბული საინფორმაციო ტაბლოები ხშირად გამოდის მწუბრიდან და მგზავრებს ამ კუთხით პრეტენზია ტრანსპორტის სააგენტოს მიმართაც ხშირად აქვთ. ამის მიუხედავად ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა და მოქალაქეებს გაურკვეველი დროით უწევთ ლოდინი, საკუთარი მარშრუტის მოსვლამდე.