გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს ამონტაჟებენ

BOG


გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს ამონტაჟებენ

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო ნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

„სააგენტოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარალელურად ატარებენ სეზონურ ღონისძიებებსაც. ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება სკვერებში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოები, წესრიგდება საერთო სარგებლობის სივრცეები და მიმდინარეობს ხეების გადაბელვა“, - აღნიშნავენ კეთილმოწყობის სამსახურში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ