რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოს მოქალაქეებს დაედევნენ
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სობისის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოს მოქალაქეებს დაედევნენ. აღნიშნული ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. ქაცარავა სოცილურ ქსელში წერს, რომ 29 აგვისტოს, სოფელ სობისის მიმდებარედ სანადიროდ გსულ ადგილობრივებს დატყვევების მიზნით რუსი სამხედროები მანქანით დაედევნენ. წინაგარის საოკუპაციო ბაზიდან წამოსულმა ოკუპანტებმა ქართული მახრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 200 მეტრი მანძილით გადმოლახეს, თუმცა მონადირეებმა გაქცევა მაიცნ მოახერხეს. ქაცარავა ოკუპანტების და მათი სამხედრო ტექნიკის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
,,იმაზე აღარ ვსაუბრობ, როგორ აგინებდნენ ოკუპანტები მონადირეებს, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოკუპანტები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის როგორც ოკუპირებულ, ასევე არაოკუპირებულ ნაწილში.“ - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.