ეკატერინე ტიკარაძე ტრანსპორტის გახსნაზე



ეკატერინე ტიკარაძე ტრანსპორტის გახსნაზე

ჯანდაცვის სამინისტრო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ, გაზრდილი მობილობის შედეგად, ინფექცია არ გავრცელდეს და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ